„ლეხი“ ბრძოლას აგრძელებს - ქართველებიდან მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა #1TVSPORT
პოზნანის „ლეხი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში გავიდა – გუნდი, სადაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში შინ ისლანდიურ „ვიკინგურს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
პოზნანში გამართულ მატჩში „ლეხში“ მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა, რომელიც სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, გიორგი წიტაიშვილს კი მწვრთნელი არ წყალობს და ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
პირველი შეხვედრა პოლონეთის ჩემპიონმა რეიკიავიკში 0:1 წააგო და ორბურთიანი გამარჯვებაც აწყობდა. პოზნანელებამ ძირითადი დრო 2:1 მოიგეს და საერთო ანგარიში გაათანაბრეს, დამატებულ დროში კი ისლანდიელთა კარი კიდევ ორჯერ აიღეს და 4:1 გაიმარჯვეს.
საერთო ჯამში, პოლონელებმა 4:2 მოიგეს (0:1, 4:1) და კონფერენს ლიგის პლეი ოფში გავიდნენ, სადაც „დუდელანჟს“ შეხვდებიან – 18 აგვისტოს ლუქსემბურგის გუნდს შინ მიიღებენ, ხოლო 25-ში გასვლით მატჩს გამართავენ.