წყვილთა თანრიგში ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ოცეულის ყოფილ წევრ ლეილა მესხს
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრო.
ახალი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსი საერთაშორისო დონის საჩოგბურთო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს.
ლეილა მესხს 5 იანვარს 50 წელი შეუსრულდა.