„ლეიკერსმა“ ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება „პორტლენდთან“ მოიპოვა [ვიდეო]
„ლეიკერსმა“ ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება „პორტლენდთან“ მოიპოვა [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ზედიზედ ოთხი წაგებული შეხვედრის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა. „ლეიკერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ „პორტლენდს“ უმასპინძლა და 102-93 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმის შემდეგ ლოს ანჯელესელები 3 ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ. მესამე პერიოდი კი „ლეიკერსმა“ 31-19 მოიგო და გადამყვეტ უპირატესობას დაეუფლა.

ფრენკ ფოგელის გუნდში საუკეთესო კვლავ ლებრონ ჯეიმსი იყო, მის ანგარიშზე 28 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა და 3 ბლოკია. დენის შროდერმა 22 ქულა მიითვალა. 17 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს მონტრეზლ ჰარელმა.

პორტლენდის“ რიგებში 35 ქულა დააგროვა დემიენ ლილარდმა. 11 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა ენეს კანტერს. 19 ქულით დაასრულა მატჩი გარი ტრენტმა.

„ლეიკერსი“ 23 მოგებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება. პირველ ადგილზე 26 მოგებითა და 7 წაგებით „იუტა“ იმყოფება. „კლიპერსი“ 24 მოგებითა და 11 მარცხით მეორეზეა. „პორტლენდი“ კი 18 მოგებით და 14 მარცხით ჯერჯერობით მე-6 პოზიციაზეა.

 

ლეიკერსი – პორტლენდი 102:93

 

ბოსტონი – ინდიანა 118:111

 

ტორონტო – ჰიუსტონი 122:111

 

დეტროიტისაკრამენტო 107:110

 

მაიამი – იუტა 124:116

 

ჩიკაგო – ფინიქსი 97:106

 

მემფისი – კლიპერსი 99:119

 

ოკლაჰომა – ატლანტა 118:109

 

გოლდენ სტეიტიშარლოტი 130:121