„ლეიკერსმა“ სეზონი მარცხით განაახლა - ორლანდოში მორიგი ტესტ-მატჩები გაიმართა
„ლეიკერსმა“ სეზონი მარცხით განაახლა - ორლანდოში მორიგი ტესტ-მატჩები გაიმართა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სეზონის განახლებამდე ერთი კვირა რჩება. მანამდე კი გუნდები ერთმანეთში ამხანაგურ მატჩებს მართავენ.

ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ „დალასს“ დაუპირისპირდა და ოთხი ქულის სხვაობით, ანგარიშით 104-108 დამარცხდა. „მავერიკსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით სეტ კარი გამოდგა. ბობან მარიანოვიჩმა 17 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 14 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუკა დონჩიჩმა. ლოს ანჯელესელებს შორის 13-13 ქულა მიითვალეს ქუინ კუკმა და ჯაველ მაკგიმ. ლებრონ ჯეიმსის და ენტონი დევისის ანგარიშზე 12-12 ქულაა.


სხვა შედეგები:

მილუოკი – სან ანტონიო 113-92
ინდიანა – პორტლენდი 91-88
იუტა – ფინიქსი 88-101