„ლეიკერსმა“ „ოკლაჰომა“ ოვერტაიმში დაამარცხა, კუზმა საუკეთესოა (ვიდეო)
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გრძელდება რეგულარული სეზონი. „ოკლაჰომა სიტიმ“ საკუთარ არენაზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლა და მოულოდნელად მეტოქესთან ოვერტაიმში, 10 ქულის სხვაობით, 138-128 დამარცხდა.
მოულოდნელად იმიტომ, რომ ლუკ ვოლტონის გუნდს ტრავმების გამო ლებრონ ჯეიმსი და რაჟან რონდო ვერ ეხმარებიან. გუნდის წამყვანი კალათბურთელების გარეშე ლიდერობა საკუთარ თავზე კაელ კუზმამ აიღო. ახალგაზრდა ფორვარდის აქტივში 32 ქულაა. კარგი მატჩი გამართა ივიცა ზუბაცმა, რომელმაც 26 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 18 ქულითა და 10 პასით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ლონზო ბოლს. ოკლაჰომელთა რიგებში ყველაზე მეტი 27 ქულა პოლ ჯორჯის ანგარიშზეა. რას ვესტრბუკმა 26 ქულითა და 13 პასით ასევე ორმაგი დუბლი ჩაიწერა პირად აქტივში. სამმაგ დუბლამდე მას 1 მოხსნა დააკლდა.
ვაშინგტონი – ნიუ იორკი 101-100 (ლონდონში)
შარლოტი – საკრამენტო 114-95
ინდიანა – ფილადელფია 96-120
ტორონტო – ფინიქსი 111-109
დენვერი – ჩიკაგო 135-105