ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები ჩატარდა. ლებრონ ჯეიმსის არყოფნაში წარუმატებელ თამაშს აგრძელებს „ლეიკერსი“. ლოს ანჯელესური გუნდი ამჯერად სტუმრად „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ დიდი ანგარიშით 108-86 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი კარლ ენტონი ტაუნსი გამოდგა, რომელმაც 28 ქულითა და 18 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა. კარგი მატჩი ჩაატარა ენდრიუ ვიგინსმა – 28 ქულა. 12 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა ტაჯ გიბსონს.
„ლეიკერსის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი 14 ქულა ლენს სტივენსონის ანგარიშზეა.
ჩიკაგო – ბრუკლინი 100-117
კლიპერსი – ორლანდო 106-96
ატლანტა – მაიამი 106-82
ოკლაჰომა – ვაშინგტონი 98-116
ტორონტო – ინდიანა 121-105
ფინიქსი – შარლოტი 113-119