„ლეიკერსმა“ გაცვლის შედეგად იაპონელი ფორვარდი მიიღო #1TVSPORT
„ლეიკერსმა“ გაცვლის შედეგად იაპონელი ფორვარდი მიიღო #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გაცვლა განხორციელდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსსა“ და „ვაშინგტონ უიზარდს“ შორის.

ტრეიდის შედეგად, „ლეიკერსმა“ თავის რიგებში მიიღო ფორვარდი რუი ჰაჩიმურა, „ვაშინგტონს“ კი ერგო კენდრიკ ნანი და აგრეთვე მომავალი წლების დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის სამი უფლება.

ჰაჩიმურა ამ სეზონში საშუალოდ 24 წუთს თამაშობს და 13 ქულას აგროვებს, ნანის ანალოგიური მაჩვენებლებია 13 წუთი და 7 ქულა.