NBA-ში ფინალური სერიის პირველ მატჩში ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსმა“ „მაიამი“ დაამარცხა – 116:98.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ენტონი დევისი, რომელმაც 34 ქულა ჩააგდო, ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 25 ქულაა. „მაიამიში“ კი ჯიმი ბატლერი გამოირჩა – 23 ქულა.
ფლორიდელებს შეხვედრის სათანადოდ წარმართვაში ტრავმებმა შეუშალა ხელი. ერთმანეთის მიყოლებით დაშავდნენ დრაგიჩი, ბატლერი და ადებაიო. სლოვენიელი გამთამაშებლის, გორან დრაგიჩის მომდევნო მატჩებში დაბრუნება კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ფინალური სერიის მეორე მატჩი 2 ოქტომბერს გაიმართება.