ლეიკერსმა ბრუკლინში წააგო - ლარი ნენსმა კლივლენდს ბოლო წამზე მოაგებინა [ვიდეო]
10:30, 19.12.2018
ოთხი მატჩი გაიმართა, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ბოლო ხუთ შეხვედრაში, მესამედ წააგო ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“. კალიფორნიულ გუნდს, ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე თამაშმა, ბრუკლინ „ნეტსთან“ ვერ უშველა. ლებრონმა, 36 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი გააკეთა. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის თანაბარი და საინტერესო გამოვიდა. ბოლო წუთებზე, გამარჯვების მოპოვება ორივე გუნდს შეეძლო. საბოლოოდ, მასპინძლებმა 115:110 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ბრუკლინმა, ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში, სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.
ლარი ნენსმა, კლივლენდ „კავალიერსს“ სტუმრად მოაგებინა. ინდიანასთან დაპირისპირებაში, „კავალერების“ ფორვარდმა საფინალო სირენასთან ერთად, გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და მისმა გუნდმა, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი, ანგარიშით 92:91 დაამარცხა. წაგების მიუხედავად „პეისერსი“ მესამე ადგილს ინარჩუნებს. კლივლენდი ჯერჯერობით, 13-ე ადგილზე იმყოფება.