„ლეიკერსისთვის“ პლეიოფი დასრულებულია - ბუკერის მორიგი ეფექტური მატჩი და „ფინიქსის“ დამაჯერებელი გამარჯვება „სტეიპლს ცენტრში“ [ვიდეო] #1TVSPORT

კარიერაში პირველად ლებრონ ჯეიმსი პლეიოფს პირველ წრეში დაემშვიდობა. „ლეიკერსმა“ „ფინიქსს“ „სტეიპლს ცენტრში“ უმასპინძლა და 100:113 დამარცხდა. ენტონი დევისმა, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებდა, შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა პარკეტზე ძალიან მცირე დრო გაატარა. არასრულ 6 წუთში დევისი დაშავდა და მოედანზე აღარ გამოჩენილა.

ფინიქსის“ გამარჯვებაში ლომის წვლილი დევინ ბუკერმა შეიტანა. მან მატჩი 47 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა. 18 ქულა დააგროვა ჯეი კრაუდერმა. კრი პოლის ანგარიშზე 8 ქულა და 12 გადაცემაა.

ფრენკ ფოგელის გუნდში 29 ქულით ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი გამოდგა. 20 ქულა ჰქონდა დენის შროდერს.

ფინიქსის“ მეტოქე პლეიოფის მეორე ეტაპზე „დენვერი“ იქნება, რომელმაც დღეს „პორტლენდს“ სტუმრად 115:126 სძლია და სერია 4:2 მოიგო.