„ლეიკერსის“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება რეგულარულ სეზონზე (ვიდეო)

2019-2020 წლების რეგულარული სეზონის გახსნით მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, „ლეიკერსი“ შეუჩერებელია. ლოს-ანჯელესურმა გუნდმა ამჯერად სტუმრად „ჩიკაგო ბულსი“ დაამარცხა (112:118) და დასავლეთ კონფერენციას კვლავ ლიდერობს.

მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა. „მეფემ“ 30 ქულას 10 მოხსნა და 11 გადაცემა შემატა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ენტონი დევისმა შეხვედრა 15 ქულით და 7 მოხსნით დაასრულა. 17 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში ქუინ კუკმა. ჩიკაგოელთა შორის ყველაზე მეტი, 26 ქულა, ზაკ ლავინის ანგარიშზეა. 18-18 ქულა დააგროვეს ოტო პორტერმა და კობი ვაიტმა.

შარლოტი – ინდიანა 122:120 (ოვერტაიმი)
კლივლენდი – ბოსტონი 113:119
ატლანტა – სან ანტონიო 108:100
ოკლაჰომა – ორლანდო 102:94
დენვერი – მაიამი 109:89