„ლეიკერსის“ რიგით მეთორმეტე გამარჯვება მიმდინარე რეგულარულში - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი სამი შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური მატჩი მილუოკიში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ბაქსმა“ მოქმედ ჩემპიონ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლა და 106:113 დამარცხდა.

სტუმართა შორის საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომლის ანგარიშზე 34 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასია. ენტონი დევისმა მატჩი 18 ქულით დაასრულა, მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. კენტავიურ კალვდელ პოუპმა 23 ქულა მიითვალა.

„მილუოკის“ რიგებში 25 ქულითა და 12 მოხსნით იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა. 22 ქულა ჰქონდა ჯრუ ჰოლიდეის. 20 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს კრის მიდლტონმა.

 

იუტა-ნიუ ორლეანი 129:118

გოლდენ სტეიტი-ნიუ იორკი 104:119