„ლეიკერსის“ რიგით მეათე გამარჯვება რეგულარულ სეზონში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. რიგით მე-11 და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა „ლეიკერსმა“. ლოსანჯელესელებმა „სტეიპლს ცენტრში“ „ატლანტას“ უმასპინძლეს და მეტოქეს უშანსოდ, 122-101 სძლიეს.

მასპინძელთა შორის საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 33 ქულას, 12 პასი შემატა. „მეფეს“ მორიგ სამმაგ დუბლამდე სამი მოხსნა დააკლდა. ენტონი დევისი შედარებით მოკრძალებული სტატისტიკით შემოიფარგლა (14 ქულა, ერთი მოხსნა, ხუთი პასი). კაელ კუზმამ 17 ქულა დააგროვა. ატლანტელთა შორის ყველაზე მეტი 31 ქულა ტრაეი იანგის ანგარიშზეა.

კლივლენდი – ფილადელფია 95-114
საკრამენტო – ბოსტონი 100-99
ორლანდო – ვაშინგტონი 125-121
მემფისი – დენვერი 114-131
ნიუ ორლეანი – გოლდენ სტეიტი 108-100