ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. რიგით მე-18 გამარჯვება იზეიმა „ლეიკერსმა“. ლოსანჯელესელებმა ამჯერად „დენვერი“ სტუმრად 96-105 დაამარცხეს. ფრენკ ფოგელის გუნდში საუკეთესოები ლებრონ ჯეიმსი (25 ქულა, 6 მოხსნა, 9 პასი) და ენტონი დევისი (25 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი) გამოდგნენ. „ნაგეთსის” რიგებში კი 22 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯამალ მიურეი იყო. 21 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა მატჩი პოლ მილსეპმა.
ნიკოლა იოკიჩის ანგარიშზე 13 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი იყო. „ლეიკერსს” 18 მოგება და 3 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს. ანალოგიური მოგება-წაგებათა ბალანსი აქვს აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ „მილუოკისაც”.
კლივლენდი – დეტროიტი 94-127
ვაშინგტონი – ორლანდო 120-127
ტორონტო – მაიამი 110-121
ნიუ ორლეანი – დალასი 97-118
სან ანტონიო – ჰიუსტონი 135-133
კლიპერსი – პორტლენდი 117-97