„ლეიკერსის“ რიგით მე-15 გამარჯვება რეგულარულში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარულის მორიგი 11 შეხვედრა გაიმართა. „ლეიკერსმა“ ზედიზედ მე-8 და სეზონზე მე-15 გამარჯვება იზეიმა. ფოგელის გუნდმა ამჯერად „სან ანტონიოს“ სტუმრად 104-114 მოუგო. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 33 ქულასთან ერთად 14 პასი და 3 მოხსნა დააგროვა. 19 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ენტონი დევისი. კენტავიუს კალდველ პოუპის ანგარიშზე 14 ქულაა. გრეგ პოპოვიჩის გუნდში 30 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა. 24 ქულა დააგროვა დემარ დეროუზანმა. 12 მოგებითა და 5 მარცხით „ლეიკერსი” დასავლეთ კონფერეციას ერთპიროვნულად ლიდერობს. „სან ანტონიო“ კი 6 მოგებითა და 12 მარცხით 12-13 ადგილებს „პორტლენდთან“ ინაწილებს.

კლივლენდი – ბრუკლინი 106-108

დეტროიტი – ორლანდო 103-88

ინდიანა – მემფისი 126-114

ატლანტა – მინესოტა 113-125

ბოსტონი – საკრამენტო 103-102

მაიამი – შარლოტი 117-100

ტორონტო – ფილადელფია 101-96

ჩიკაგო – პორტლენდი 94-117

მილუოკი – იუტა 122-118

გოლდენ სტეიტი – ოკლაჰომა 97-100