ნაციონალურ საკალთბურთო ასოციცაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. 2019-20 წლების რეგულარულ სეზონზე რიგით მე-13 მარცხი განიცადა ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა”. ფრენკ ფოგელის გუნდი სტუმრად „მემფისთან” დამარცხა (105-88)
მასპინძლებმა საწყისი სამი პერიოდი მოიგეს და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს. ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ჯა მორანტმა. მის ანგარიშზე 27 ქულა, 6 მოხსნა და 14 პასია. 22 ქულითა და 20 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა იონას ვალანჩუნასს.
ლოს ანჯელესელების ლიდერები დღეს მოკრძალებული სტატისტიკით შემოიფარგლნენ. ლენრონ ჯეიმსმა 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ენტონი დევისმა კი 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
ნიუ იორკი – ჩიკაგო 125-115
ატლანტა – პორტლენდი 129-117
მაიამი – ბრუკლინი 116-113
კლივლენდი – ინდიანა 104-113
ბოსტონი – ჰიუსტონი 110-111 (ოვერტაიმი)
სან ანტონიო – ორლანდო 114-113
ფინიქსი – გოლდენ სტეიტი 99-115