„ლეიკერსის“ მთავარ ამოცანას კაირი ირვინგის შეძენა წარმოადგენს
„ლეიკერსის“ მთავარ ამოცანას კაირი ირვინგის შეძენა წარმოადგენს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარ სატრანსფერო ამოცანას, ენტონი დევისის შეძენის შემდეგ, კაირი ირვინგის გუნდში დაშვება წარმოადგენს. რამდენიმე დღეში კალათბურთელები თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებენ.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტი მარკ შტეინი აცხადებს, რომ ლოს-ანჯელესურ გუნდს აქვს საშუალება, კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი დაიმატოს. კაირი ირვინგის გარდა, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსს“ კიდევ რამდენიმე კალათბურთელს უკავშირებენ, რომლებიც თავისუფალი აგენტები გახდებიან. მათ შორის კლეი ტომპსონი და კავაი ლეონარდიც არიან.