„ლეიკერსის“ მოგებათა სერია გრძელდება - ლოს ანჯელესელების რიგით მე-19 გამარჯვება რეგულარულში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაცაში რეგულარული სეზონის მორიგი 10 შეხვედრა გაიმართა.

კიდევ ერთი, რიგით მე-19 გამარჯვება იზეიმა „ლეიკერსმა“. ფრენკ ფოგელის გუნდმა ამჯერად სტუმრად „იუტას” 96-121 სძლია.

ლოს ანჯელესელებში საუკეთესო ენტონი დევისი იყო, რომელმაც მატჩი 26 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 20 ქულა, 4 მოხსნა და 12 პასია. 14 ქულითა და 12 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა რაჟან რონდომ. ასევე 14 ქულა ჰქონდა კენტავიუს კალდველ პოუპს. „იუტას” რიგებში ყველაზე მეტი 29 ქულა დონოვან მიჩელმა მიითვალა. 23 ქულა დააგროვა ბოიან ბოგდანოვიჩმა.

„ლეიკერსი“ 19 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ერთპიროვნული ლიდერია. „ჯაზი“ 12 მოგებითა და 10 მარცხით მეექვსე პოზიციაზეა.

შარლოტი – გოლდენ სტეიტი 106-91

დეტროიტი – მილუოკი 103-127

ორლანდო – ფინიქსი 128-114

ატლანტა – ბრუკლინი 118-130

ბოსტონი – მაიამი 112-93

ჩიკაგო – მემფისი 106-99

ოკლაჰომა – ინდიანა 100-107

დალასი – მინესოტა 121-114

პორტლენდი – საკრამენტო 127-116