„ლეიკერსის“ კალათბურთელები კორონავირუსის ტესტ ჩაიტარებენ და კარანტინს გაივლიან
კორონავურუსის ინფექციით მსოფლიოს მასშტაბით 190 000-ზე მეტი ადამიანი არის დაინფიცირებული. ვირუსმა სპორტსმენებამდეც მიაღწია. დღეის მდგომარეობით ვირუსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 7 კალათბურთელს აქვს დადასტურებული. როგორც დღეს გახდა ცნობილი „ბრუკლინის” 4 კალათბურთელს, კევინ დურანტის ჩათვლით კორონავირუსი დაუდასტურდა.
რა თქმა უნდა „ბრუკლინის“ ყველა კალათბურთელი კარანტინს გაივლის. „ნეთსმა“ რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრა „ლეიკერსთან“ ჩაატარა და როგორც ცნობილი ხდება ლოს ანჯელესურ გუნდსაც „ბრუკლინის“ მსგავსად 14 დღიან თვითიზოლაციაში გადასვლა და კორონავირუსზე ტესტის ჩატარება მოუწევთ.