ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ლოს ანჯელესის “სტეიპლს ცენტრში” ადგილობრივმა “ლეიკერსმა” “ნიუ იორკ ნიქსი” მიიღო და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 127-107 სძლია. მასპინძელთა შორის საუკეთესო ჯორდან კლარკსონი გამოდგა, რომელმაც 29 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 27 ქულითა და 12 ქულით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯულიუს რენდლს. ნიუ იორკელთა რიგებში კი 17 ქულა ერთდროულად სამმა კალათბურთელმა, ტიმ ჰარდევეიმ, კრისტაპს პორზინგისმა და მაიკლ ბისლიმ დააგროვეს.
ბოსტონი – ორლანდო 95-103
დეტროიტი – ბრუკლინი 100-101
სან ანტონიო – ინდიანა 86-94