„ლეიკერსი“ პლეი ოფში კობი ბრაიანტისადმი მიძღვნილი ახალი მაისურებით ითამაშებს
„ლეიკერსი“ პლეი ოფში კობი ბრაიანტისადმი მიძღვნილი ახალი მაისურებით ითამაშებს

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ გადაწყვიტა – პლეი ოფის მეორე რაუნდიდან მოყოლებული ითამაშოს მაისურებით, რომელიც კობი ბრაიანტისადმი იქნება მიძღვნილი. ამის შესახებ გაზეთმა „ლოს ანჯელეს თაიმსმა“ დაწერა.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს 41 წლის ბრაიანტის ვერტმფრენი ლოს ანჯელესთან ახლოს ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად პილოტი და რვა მგზავრი დაიღუპა, მათ შორის, თავად ბრაიანტი და მისი 13 წლის გოგონა.

კობი ბრაიანტი ხუთჯერ იყო NBA-ის ჩემპიონი „ლეიკერსის“ შემადგენლობაში.

წლევანდელი პლეი ოფის პირველ რაუნდში „ლეიკერსი“ „პორტლენდს“ შეხვდება. მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება.