ლეგიონი ევროპაში - ორი საგოლე ქართველებისგან
ლეგიონი ევროპაში - ორი საგოლე ქართველებისგან

ვაკო გვილიამ, რომელიც პოლონურმა მედიამ საგაზაფხულო ეტაპის აღმოჩენად აღიარა, მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. ზაბჟესგურნიკმავროცლავისშლიონსკი“ გასვლით შეხვედრაში 2:1 დაამარცხა, ამაში კი მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეასრულა. 79-ე წუთზე ანგარიში 1:1 იყო, როდესაც გვილიას გადაცემით იგორ ანგულომ მასპინძელთა კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ქართველი „გურნიკის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

მსგავსი ამბავი მოხდა შვედეთშიც. საგოლე გადაცემით ქართველმა ფეხბურთელმა თავი ამჯერადაც გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა – „გიოტებორგს“ ქულის მოპოვებაში გიორგი ხარაიშვილი დაეხმარა. მისი გუნდი „კალმარს“ ესტუმრა და 88-ე წუთზე 0:1-ს აგებდა. 22 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა კუთხურიდან ბურთი კარის წინ თავზე დაასვა შვედეთში გაზრდილ წარმოშობით სომეხ ანდრე ჩალიშირს და სტუმრებმა ქულა გადაარჩინეს 1:1. ხარაიშვილი კვლავ „გიოტებორგის“ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და 90 წუთი ჩაატარა.