ლეგიონერის კიდევ ერთი გოლი - პოლონეთში ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ექსტრაკლასაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ გაიტანა და პოზნანის „ლეხს“ „რადომიაკთან“ გასვლით შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა 2:2.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი პოზნანის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა. „ლეხი“ 65-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. ამ დრომდე გუნდი 2:0-ს იგებდა და მასპინძლებმა 79-ე და 90+6-ე წუთზე გატანილი გოლებით თამაში გადაარჩინეს. კვეკვესკირის გუნდი 19 ტურის შემდეგ, 33 ქულით ეკსტრაკლასას სამეულშია.
მიმდინარე კვირაში კვეკვესკირი მესამე ქართველი ლეგიონერია, რომელმაც თავი გოლით გამოიჩინა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მათე კვირკვიას ფლანგური გადაცემით, გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა და „ქიაფაზს“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „სუმგაითთან“ ქულა მოუტანა 1:1. საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა შემტევმა ბოლო ორ ტურში სამი ბურთი გაიტანა.
იტალიის სერია A-ში კი ხვიჩა კვარაცხელიამ „კალიარის“ გაუტანა და სერია A-ში „ნაპოლის“ ოთხმატჩიანი საშინაო მოუგებელი სერია შეწყვიტა – 2:1. მიმდინარე სეზონში კი უკვე მეხუთე ბურთი გაიტანა.