ლეგიონერი ლიეტუვის მეორე ლიგიდან - გორის „დილაში“ ნიდერლანდელი ახალწვეულია #1TVSPORT
გორის „დილამ“ ნიდერლანდელი შემტევი ნახევარმცველი ტაირელ ვოუტერი დაიმატა, – ინფორმაციას transfermarkt-ი ავრცელებს.
გერმანული სამენეჯერო სააგენტოს ცნობით, ქართულ კლუბსა და 21 წლის ნიდერლანდელ მოთამაშეს შორის კონტრაქტი პირველ იანვარს გაფორმდა, თუმცა დღემდე გორის „დილას“ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ვოუტერი ამსტერდამში დაიბადა. თამაშობდა „ტვენტესა“ და „იგლზის“ ასაკობრივ გუნდებში. მისი პირველი პროფესიული კლუბი 2020 წელს „ვოლევიკერსი“ იყო. ამის შემდეგ „ვოლენდამის“ სარეზერვო გუნდში ჩაირიცხა.
2023 წლის ივლისში ლიეტუვაში, Be1 NFA-ში (ეროვნული საფეხბურთო აკადემია) გადავიდა. 2006 წელს დაარსებული კლუბი ქვეყნის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს.