ლეგიონერი | ლევან ხარაბაძემ პენალტი მოიპოვა და მოედანი ტრავმირებულმა დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში ლევან ხარაბაძის „პაფოსმა“ სტუმრად ლიმასოლის აელ-ი 3:1 დაამარცხა.

22 წლის ქართველმა მცველმა მესამე მატჩი ჩაატარა კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერის ფორმით და პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. 27-ე წუთზე ხარაბაძეს მასპინძელთა მცველი ბრუნო სანტოსი ეუხეშა, აელ-ის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სტუმრებმა ზუსტად შეასრულეს და დაწინაურდნენ. ბრაზილიელმა ლეგიონერმა ხარაბაძეს იდაყვი იმდენად ძლიერად მოარტყა თავში, რომ ქართველმა მცველმა თამაში ვეღარ გააგრძელა და 29-ე წუთზე შეცვალეს.

დარჩენილ დროში „პაფოსმა“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, საბოლოოდ 3:1 მოიგო და 26 ქულით დაუმარცხებლად ლიდერობს ჩემპიონატს. 5 ქულით უსწრებს „არისსა“ (21) და ქართული სამეულის (ლაშა დვალი, გიორგი ქვილითაია, ბუბა დაუშვილი) აპოელ-ს (21).