ლეგიონერი | კიტეიშვილის „შტურმმა“ „რაპიდი“ დაამარცხა #1TVSPORT

23:45, 04.04.2025

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში ვენის „რაპიდს“ შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა – 2:0.

საჩემპიონო ჯგუფის 24-ე ტურში „შტურმი“ მოედანზე ოთარ კიტეიშვილმა კაპიტნის სამკლავურით ​გაიყვანა – საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და საკმაოდ მაღალი შეფასება – 7.1 ქულა დაიმსახურა.

გრაცელებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნეს – მე-18 წუთზე ბურთი ვილიამ ბოვინგმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე „შტურმისა“ და ავსტრიული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, 19 წლის ლეონ გრგიჩმა დააფიქსირა.

„შტურმმა“ 24 ტურის შემდეგ 27 ქულა დააგროვა და ვენის „აუსტრიას“ ერთი ქულით გადაასწრო, რომელსაც ტურის მატჩი არ ჩაუტარებია.

მსგავსი