გორის „დილას“ ახალწვეული ჰყავს – 27 წლის ლიდორ კოენი, – ინფორმაცია ებრაულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
27 წლის მოთამაშე მარცხენა ფლანგის შემტევია. ის ბოლოს ფეტაჰ ტიკვას „მაკაბიში“ თამაშობდა. ებრაული მედიის ცნობით, კოენს აგვისტოშ ორი პოლონური კლუბი იწვევდა – ბიელოსტოკის „იაგელონია“ და „პოდბესკიდე“.
მოლაპარაკებები ერთი კვირა მიმდინარეობდა და გუნდები საბოლოოდ შეთანხმდნენ. ტრანსფერის ინიციატორი, ფეხბურთელის აგენტი და გორის „დილას“ ინვესტორი ავი ციონია.
კოენმა კარიერა პეტაჰ ტიკვას „მაკაბიში“ დაიწყო, უთამაშია იერუსალიმის „ბეითარში“, 2017 წელს პეტაჰ ტიკვას გუნდში დაბრუნდა და ისრაელის პირველი დივიზიონის მოგებაში დიდი როლი ითამაშა – „დილას“ ახალწვეულმა ამ გუნდში ბოლოს ჩატარებულ 100 მატჩში 24 გოლი გაიტანა. ლიდორ კოენი ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი იყო და ორ მატჩში ერთი გოლი გაიტანა.
ებრაელი შემტევის მისვლით, „დილას” უკვე 8 ლეგიონერი ჰყავს და მათი რაოდენობით „სამტერდიას“ მიუახლოვდა, რომელსაც ეროვნულ ლიგაში ყველაზე მეტი უცხოელი (9) მოთამაშე ჰყავს.