ლეგიონერი | გამორჩეული ტური საბა კვირკველიასთვის #1TVSPORT
ლეგიონერი | გამორჩეული ტური საბა კვირკველიასთვის #1TVSPORT

ბაქოს „ნეფთჩის“ ქართველი მცველი საბა კვირკველია აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-12 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

კვირკველია ტურის სიმბოლურ ნაკრებში 90plusbir-ის ინსტაგრამ-გვერდმა დაასახელა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ საფეხბურთო ფანების გვერდმა Futbolda Maraqlı Anlar-მა აღიარა.

„ჩვენს გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ბაქოს „ნეფთჩის“ მცველი საბა კვირკველია პრემიერლიგის მეთორმეტე ტურის საუკეთესოა“ – წერია Futbolda Maraqlı Anlar-ის ინსტაგრამის გვერდზე.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-12 ტურში, ბაქოს „ნეფთჩი“ სტუმრად „ზირას“ ეთამაშა და 3:0 მოუგო. კვირკველიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გუნდის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.