ლეგიონერები | ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „სტრასბური“ დაამარცხა #1TVSPORT
ლეგიონერები | ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „სტრასბური“ დაამარცხა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „სტრასბურს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც ოქტომბრის შედეგებით ევროპის წამყვანი საფეხბურთო ლიგების სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს, პირველ ტაიმში „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მან რამდენჯერმე მოახერხა თამაშის გამწვავება.

სენტ-ეტიენმა“ მეორე ნახევარი უფრო კარგად დაიწყო და ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა – კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი მიხაილ ნადემ გაიტანა.

ამის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ ფრთხილად თამაშობდა, კონტრშეტევებით ცდილობდა ხიფათის შექმნას და 79-ე წუთზე სტუმრებს მეორე ბურთიც გაუტანა – სწრაფი კონტრშეტევის დროს იბრაჰიმ სისოკომ თავური დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.

ლიგა 1-ში გამართული 10 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ 10 ქულა დააგროვა, აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზე დაწინაურდა.