ლეგიონერები | ყაზახეთში გადრანმა გაიტანა, კვირკველიასა და არველაძის „ნეფთჩი“ აზერბაიჯანის თასის ფინალში დამარცხდა #1TVSPORT
თურქეთის სუპერლიგაში საბა ლობჟანიძის „ქარაგუმრუქი“ „ქონიასფორს“ ესტუმრა და ქულა (1:1) მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. გიორგი ბერიძე „ანკარაგიუჯუს“ სათადარიგოებში იყო „ქაისერისფორთან“ გასვლით მატჩში, რომელიც ქართველის გუნდმა 1:0 მოიგო.
აზერბაიჯანის თასის ფინალში ბაქოს „ნეფთჩი“ „გაბალას“ დაუპირისპირდა და დამატებით დროში 0:1 დამარცხდა. „ნეფთჩის“ შემადგენლობაში საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ვატო არველაძე კი სათადარიგოებში დარჩა.
ყაზახეთის პრემიერლიგაში გამორჩეული თამაში ჩაატარა ლუკა გადრანმა, რომლის „აქტობემ“ საკუთარ მოედანზე ანტონ თოლორდავასა და თემურ ჩოგაძის „შახტიორი“ 2:0 დაამარცხა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა ჩოგაძემ, თოლორდავა კი 28-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს. გადამწყვეტი გოლი გადრანმა გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მიმდინარე სეზონში 26 წლის ქართველმა მცველმა მესამე გოლი გაიტანა.