ლეგიონერები | „სლოვანმა“ ევროზეიმი გააგრძელა და ჩემპიონატის მატჩი ჩააგდო #1TVSPORT
ლეგიონერები | „სლოვანმა“ ევროზეიმი გააგრძელა და ჩემპიონატის მატჩი ჩააგდო #1TVSPORT

ბრატისლავის „სლოვანს“, როგორც ჩანს, კონფერეს ლიგის მერვედფინალში გასვლის აღნიშვნა გაუგრძელდა და სლოვაკეთის ჩემპიონატის მატჩი ჩააგდო – ვლადიმირ ვაისის გუნდი „ჟილინასთან“ სტუმრად 1:4 დამარცხდა.

ქართველებიდან ძირითად შემადგენლობაში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ (გააფრთხილეს) ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი სათადარიგო იყო და მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

მატჩის ბედი „ჟილინას“ თავდამსხმელმა ადრიან კაპრალიკმა გადაწყვიტა, რომელმაც პოკერი შეასრულა, ბრატისლაველთაგან კი ერთადერთი გოლი ალექსანდარ ჩავრიჩის ანგარიშზეა.

წაგების მიუხედავად, 16 ტურის შემდეგ, „სლოვანი“ 35 ქულით ლიდერობა სლკოვაკეთის ჩემპიონატს და მეორეადგილოსან „დუნაისკა სტრედას“ სამი ქულით უსწრებს.