ლეგიონერები | ლუკა გადრანის და გიორგი ზარიას „კაირატმა“ ყაზახეთის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა - გადამწყვეტი გოლი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა #1TVSPORT
ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას „კაირატი“ ყაზახეთის ჩემპიონი გახდა, გადამწყვეტი მატჩი კი გუნდმა ქართველის გოლით მოიგო.
ყაზახეთის პრემიერლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში „კაირატი“ „ატირაუს“ ესტუმრა. გადრანი ტრავმის გამო ვერ თამაშობდა, ხოლო ზარია ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ერთადერთი და გამარჯვების გოლი შესვენების შემდეგ გავიდა, 59-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინშნა, რომელიც ზარიამ ზუსტად შეასრულა და გუნდს ჩემპიონობისთვის სასურველი ქულები მოუტანა.
საბოლოოდ, ალმატის „კაირატმა“ 47 ქულა დააგროვა, კონკურენტ „ასტანას“ ქულით გადაასწრო და ყაზახეთის ჩემპიონობა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა.