ლეგიონერები | კვეკვესკირისა და წიტაიშვილის „ლეხმა“ ზარანდიას „კორონას“ ბოლო წამებზე მოუგო #1TVSPORT
ლეგიონერები | კვეკვესკირისა და წიტაიშვილის „ლეხმა“ ზარანდიას „კორონას“ ბოლო წამებზე მოუგო #1TVSPORT

პოლონეთის ექსტრაკლასაში, პოზნანის „ლეხმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ, საკუთარ მოედანზე, ლუკა ზარანდიას „კორონას“ ბოლო წამებზე მოუგო.

კვეკვესკირი და წიტაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ნიკამ 74 წუთი ითამაშა, გიორგიმ კი 80 წუთი. ზარანდია სტუმართა განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდა. მასპინძლები 2:0 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში „კორონამ“ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, „ლეხის“ ფეხბურთელებმა, არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე, გამარჯვების გოლი გაიტანეს და 3:2 მოიგეს.

„ზაგლებიეს“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს გურამ გიორბელიძემ და თორნიკე გაფრინდაშვილმა. მათი გუნდი სტუმრად, „სტალის“ წინააღმდეგ, 0:3 დამარცხდა.

ვაკო გვილია, სამწუხაროდ, კვლავ არ ყოფილა „რაკუვის“ განაცხადში, მისმა გუნდმა კი შინ პლოცკის „ვისლას“ 7:1 მოუგო.