ლეგენდარულმა კანადელმა მეკარემ რობერტო ლუონგომ დაასრულა მოთამაშის კარიერა. მისი ბოლო კლუბი „ფლორიდა პანტერზი“ იყო, რომლის შემადგენლობაში 2014 წლიდან თამაშობდა.
2018-2019 წლების სეზონზე ლუონგომ 43 მატჩი ჩაატარა რეგულარულ სეზონზე და მხოლოდ 18 გამარჯვება მოიპოვა. ის საშუალოდ მატჩში დარტყმების 89.9 პროცენტს იგერიებდა და 3.12 შაიბას უშვებდა.
19-წლიანი კარიერის განმავლობაში, მან ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) 1044 მატჩი ჩაატარა და 489 მატჩი მოიგო. კანადელის მიერ დარტყმების მოგერიების პროცენტი 91.9 იყო, საშუალოდ კი კარიერაში 2.52 შაიბას უშვებდა მატჩში.
მეკარეებს შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობით ის ოდნავ ჩამორჩება მარტინ ბროდოს, მოგებების რაოდენობით კი მასზე წინ არიან მხოლოდ ბროდო და პატრიკ რუა.
„ფლორიდას“ გარდა, ლუონგოს „ნიუ იორკ აილენდერსსა“ და „ვანკუვერში“ უთამაშია. ის კანადის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი (2010, 2014) და ამდენჯერვე მსოფლიო ჩემპიონი (2003, 2004).