30 წლის ავსტრიელმა სამთო მოთხილამურემ მარსელ ჰირშერმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მივიღე ამგვარი გადაწყვეტილება. ამის შესახებ ადრეც არა ერთხელ დავფიქრებულვარ, მაგრამ ის მხოლოდ ახლა მოწიფდა. და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. თითქოს, ტვირთი მომეხსნა მხრებიდან, როცა ამის შესახებ გამოვაცხადე“, – მოჰყავს ჰირშერის სიტყვები გამოცემა „ექსპრესენს“ (Expressen).
ჰირშერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, შვიდჯერ მოიპოვა ოქრო მსოფლიოს ჩემპიონატებზე, აგრეთვე, რვაჯერ მოიგო მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლა.