ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, დინო ძოფმა ლიონელ მესი დიეგო მარადონას შეადარა.
„მესის ჯერ ისევ შეუძლია თამაში. მას აქვს შესაძლებლობა, დარჩეს არგენტინის ნაკრებში კიდევ რამდენიმე წლით. ის ძალიან დიდი მოთამაშეა. ასეთ დიდ ფეხბურთელს ჯერ ისევ შეუძლია დიდ წარმატებებს მიაღწიოს და ის შეძლებს მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატზე გამოსვლას.
მას ძალიან ბევრი თვისება აქვს. ის დიადი მოთამაშეა. უდიადესი კი იყო მარადონა. მარადონა – პირველია. მესიმ ბევრი რამ ისწავლა და ის ასევე ძალიან კარგია. მაგრამ ყველა დროის უდიადესი – ეს მარადონაა“, – განაცხადა მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონმა.