ლეგენდარულმა ამერიკელმა სამთო მოთხილამურე ლინდსი ვონმა გამოაცხადა, რომ 2018-19 წლის სეზონის შემდეგ დაასრულებს კარიერას.
„ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება კარიერაში“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ამერიკელმა.
ვონი ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია. მას, აგრეთვე, ორი ოლიმპიური ბრინჯაო აქვს მოპოვებული ოლიმპიადებზე, არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის ოთხგზის მფლობელი.
ლინდსი ვონს ეკუთვნის რეკორდი ქალებს შორის მსოფლიოს თასზე მოპოვებული გამარჯვებებით – 82. ამ მხრივ, აბსოლუტური რეკორდსმენია ლეგენდარული შვედი ინგემარ სტენმარკი, რომელსაც მსოფლიოს თასზე 86 მოგება აქვს.