ლეგენდარული ჰოკეისტი დომინიკ ჰაშეკი ჩეხეთის პრეზიდენტობას არ გამორიცხავს
ლეგენდარული ჰოკეისტი დომინიკ ჰაშეკი ჩეხეთის პრეზიდენტობას არ გამორიცხავს

ლეგენდარულმა ჩეხმა ჰოკეისტმა, 1998 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა დომინიკ ჰაშეკმა განაცხადა, რომ სავსებით შესაძლებელია კენჭი იყაროს ჩეხეთის პრეზიდენტის პოსტზე.

„შემიძლია ეს წარმოვიდგინო, რატომაც არა? – მოჰყავს ჰაშეკის სიტყვები გამოცემა „ინდესს“. – „მიყვარს საპასუხისმგებლო საქმეები და ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტის პოსტი ძალიან საპასუხისმგებლოა. ის მთელ რიგ თვისებებს უნდა ფლობდეს, ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. ჯერჯერობით, მე მაქვს სამუშაო, რომელიც მართლა მიყვარს, და მინდა მას მთელი ჩემი მონდომება დავუთმო. მაგრამ რა იქნება ორი ან სამი წლის შემდეგ? აი, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვეტ“.

ჩეხეთში პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები 2023 წელსაა.