ელჯინ ბეილორი NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელია. მან ლიგაში 14 სეზონი გაატარა. აქედან 12 ლოს ანჯელეს „ლეიკერსში“.
ბეილორი ლოს ანჯელესში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა „ლეიკერსმა“, სადაც ნათქვამია, რომ ლეგენდარული კალათბურთელის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი გარემოება იყო და ის არ არის დაკავშირებული კორონავირუსთან.
ბეილორი 60-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია. 14 სეზონის მანძილზე ის მატჩში საშუალოდ 27.4 ქულასა და 13.5 მოხსნას აგროვებდა. „ოლ სტარის“ 10 გზის მონაწილის სტატისტიკა 1961-62 წლების სეზონზე ფენომენალურია – 38.3 ქულა და 18.6 მოხსნა.
1977 წელს კი ელჯინ ბეილორი დიდების დარბაზში შეიყვანეს.