ლეგენდარულ შოტლანდიელ მეკარეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს #1TVSPORT
ლეგენდარულ შოტლანდიელ მეკარეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს #1TVSPORT

„გლაზგო რეინჯერსისა“ და შოტლანდიის ნაკრების ლეგენდარულ მეკარეს ენდი გორამს მხოლოდ ნახევარი წელი სიცოცხლე დარჩა – ექიმებმა 58 წლის შოტლანდიელს საყლაპავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

ყოფილმა მეკარემ დაახლოებით შვიდი კვირის წინ იგრძნო თავი ცუდად: უჭირდა ჭამა და სმა, მაგრამ, თავდაპირველად, ამას ყურადღება არ მიაქცია. გორამმა სამედიცინო დახმარებას მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც ტკივილი გაუსაძლისი გახდა და წონაში საგრძნობლად დაიკლო.

კიბომ მოასწრო ღვიძლზე, მარჯვენა ფილტვზე, ხერხემლის სამ მალასა და ნეკნებზე გავრცელება და არაოპერირებადი გახდა. გორამმა უარი თქვა ქიმიოთერაპიაზე როცა გაიგო, რომ ეს პროცედურა მხოლოდ სამი თვით გაუხანგრძლივებდა სიცოცხლეს.

„სიტყვამ „არაოპერირებადი“ ძალიან იმოქმედა ჩემზე. გავაცნობიერე, რომ წინ ბრძოლა მელოდა.

ექიმმა მითხრა: „დატკბი ყოველდღიური ცხოვრებით და იყავი მაქსიმალურად ნორმალური.

ჩემი ტკივილი მართვადია. ჯერ ისევ შემიძლია მეგობრებთან სიარული, შემიძლია დავრჩე იმად, ვინც ვარ. დავრჩები აქ იქამდე, სანამდე შევძლებ. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ნელი მოქმედების ბომბი უკვე ამოქმედდა“, – მოჰყავს გორამის სიტყვები გაზეთ The Sun-ს.

გორამი შოტლანდიის ექვგზის ჩემპიონია, პრემიერლიგის ტიტული მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედში“ , სადაც ფაბიენ ბარტეზის დუბლიორი იყო. მეკარეს 43 მატჩი აქვს ჩატარებული შოტლანდიის ნაკრებში.