12 აგვისტოს ლეგენდარულ ქართველ ველომრბოლელ ომარ ფხაკაძეს 75 წელი შეუსრულდებოდა. ომარ ფხაკაძე საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელმაც 1965 წელს ოქროს მედალი სპორტულ რბოლაში მოიპოვა.
ომარ ფხაკაძე იყო მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის (1969) და ბრინჯაოს მედალოსანი (1966), საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის მფლობელი, მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1964 წლის ტოკიოს (მეოთხედფინალი) და 1968 წლის მეხიკოს (მე-4 ადგილი) ოლიმპიადების მონაწილე. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი.
ომარ ფხაკაძე 1979 წლიდან იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სპრინტერთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი. 1965 წელს დასახელდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.
ომარ ფხაკაძე რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“ მთავარ როლის შემსრულებელია.
თბილისის ცენტრალურ ველოდრომს 2000 წელს ომარ ფხაკაძის სახელი მიენიჭა.
ომარ ფხაკაძე 1993 წლის 21 მაისს გარდაიცვალა.