“კლივლენდ კავალიერსმა” ზედიზედ 5-ი მოგებული მატჩის შემდეგ სტუმრად ფლორიდაში “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან 19 ქულის სხვაობით 98-79 დამარცხდა. ერიკ სპოელსტრას გუნდში ყველაზე შედეგიანი 19 ქულით კელი ოლინიკი გამოდგა. ჯოშ რიჩარდსონმა და ჯეიმს ჯონსონმა 15-15 ქულა დააგროვეს. დუეინ უეიდის ანგარიშზე კი 12 ქულაა. ლებრონ ჯეიმსმა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ 18 ქულა ჩააგდო. როდნი ჰუდის ანგარიშზე 15 ქულაა. კალდერონმა და კლარკსონმა 11-11 ქულა ჩაიწერეს პირად აქტივში. 44 მოგებითა და 30 წაგებით “კავალიერსი” აღმოსავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით მესამე ადგილს იკავებს. “მაიამი” კი 40 მოგებითა და 35 წაგებით მეშვიდე პოზიციაზეა. მორიგი მატჩი წაგო მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტ ვორიორსმა”, რომელსაც გუნდის ლიდერები ტრავმირებული ჰყავს. სტივ კერის გუნდი ამჯერად “ორაკლ არენაზე” “ინდიანასთან” დამარცხდა(81-92). ზაზა ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ არასრულ 12 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა პირად აქტივში. “ვორიორსის” შემადგენლობაში ყველაზე მეტი 12 ქულა ნიკ იანგის ანგარიშზეა. ინდიანელთა შორის კი 24 ქულით საუკეთესო ვიქტორ ოლადიპო იყო.
ვაშინგტონი – სან ანტონიო 116-106
ტორონტო – დენვერი 114-110
ჰიუსტონი – ჩიკაგო 118-86
ნიუ ორლეანი – პორტლენდი 103-107
საკრამენტო – დალასი 97-103
კლიპერსი – მილუოკი 105-98