ლებრონმა ახალი სეზონი მარცხით დაიწყო [ვიდეო]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, დღეს დილით რეგულარული სეზონის, სამი მატჩი ჩატარდა.

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსის“ და ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ შეხვედრა. ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, პირველი ოფიციალური შეხვედრა წააგო, ლებრონ ჯეიმსმა. „მეფე“ „მოდა ცენტრში“ დამარცხდა. ლებრონის, 26 ქულა, 12 მოხსნა და 6 პასი „ლეიკერსს“ არ ეყო. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორეგონელებმა, გადამწყვეტ უპირატესობას, ბოლო მეოთხედში მიაღწიეს, რომელიც 35-28 მოიგეს.

პორტლენდელთა შორის ლილიარდი-მაკკალუმის წყვილი გამოირჩა. უკანახაზელებმა, ჯამში 47 ქულა გააკეთეს. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ნიკ სტაუსკასმა, მასპინძელთა მსროლელმა, 24 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში. თამაშის საფინალო ანგარიშია 128-119. აღსანიშნავია, რომ ლეიკერსმა, „მოდა ცენტრში“ ზედიზედ 16-ე თამაში წააგო. ბოლოს კალიფორნიელთა გამარჯვება,„”ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ ამ დარბაზში, 2014 წლის 3 მარტით თარიღდება.

ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ასე დასრულდა:

ფილადელფია-ჩიკაგო 128-107
ვაშინგტონი-მაიამი 112-113