ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი სეზონის დაწყებამდე 21 დღე რჩება.
ლებრონ ჯეიმსმა კალიფორნიაში „ლეიკერსის“ კალათბურთელის რანგში ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრა გამართა. შეგახსნებთ, რომ „მეფე“ კლივლენდიდან ლოს ანჯელესში გადავიდა და „ლეიკერსთან“ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
პირველ შეხვედრას ლოს ანჯელესური გუნდის შემადგენლობაში ლებრონი 18 ოქტომბერს პორტლენდში „ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.