ლებრონის მორიგი რეკორდი და "კლივლენდის" იოლი გამარჯვება "ატლანტასთან"
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. “კლივლენდ კავალიერსმა” საკუთარ “ქუიქენ ლოანს არენაზე” “ატლანტა ჰოუქსს” უმასპინძლა და მეტოქეს 9 ქულის სხვაობით 123-114 სძლია. მოედანზე საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა.
“მეფეს” 25 ქულასთან ერთად კარიერაში სარეკორდო გადაცემები დაუგროვდა. ჯეიმსმა 17 შედეგიანი პასი გააკეთა და ბურთი 7 ჯერ მოხსნა. 17 ქულითა და 12 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი გაიფორმა კევინ ლავმა. ატლანტელთა შორის ყველაზე მეტი 24 ქულა ტაიშონ პრინცის ანგარიშზეა. 20 ქულა დააგროვა კენტ ბეიზმორმა.
NBA-ში კიდევ 6 შეხვედრა ჩატარდა:
დეტროიტი – დენვერი 84-103
ნიუ იორკი – ლეიკერსი 113-109
ბრუკლინი – ვაშინგტონი 103-98
დალასი – სან ანტონიო 95-89
მინესოტა – ფილადელფია 112-118
საკრამენტო – ფინიქსი 99-92