ლებრონის გუნდმა იანისის გუნდი კვლავ დაამარცხა, ყველაზე ღირებული მოთამაშე კავაი ლეონარდი გახდა (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ ჩიკაგოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რიგით 69-ე ყველა ვარსკვლავის მატჩი შედგა. გამარაჯვება, ისევე როგორც გასულ 2 წელს ლებრონის გუნდს დარჩა (157-155).

მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა და დაძაბულად წარიმართა. დასაწყისში უპირატესობას ლებრონ ჯეიმსის გუნდი ფლობდა. პირველი მეოთხედი სწორედ მათი გამარჯვებით 53-41 დასრულდა. თითოეული პერიოდის მოგებისთვის ქველმოქმედებისთვის გუნდებს $100 ათასი ამერიკული დოლარი ერგოთ.

მეორე მეოთხედში უკეთ იანისის გუნდი გამოიყურებოდა. ანტეტოკუნმპოს მიერ არჩეულმა კოლექტივმა მეორე პერიოდი 51-30 მოიგეს და შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

შეხვედრის მეორე ნახევარი უაღრესად საინტერესოდ წარიმართა. მესამე პერიოდშ გუნდებმა 41-41 ქულა დააგროვეს და გამარჯვებულის გამოსავლენად რომელიმე გუნდს 157 ქულის მოპოვება ესაჭიროებოდა.

მიუხედავად 9 ქულიანი ჰადნიკაპისა, იანისის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება საბოლოოდ ვერ შეძლო. ლებრონის გუნდმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა. საბოლოოდ გადამწყვეტი ქულა ენტონი დევისმა საჯარიმო ხაზიდან აიღო. პირველი ტყორცნა „ლეიკერსის“ ერთერთმა წამყვანმა ფიგურამ როგორც შემდგომ განაცხადა განზრახ გააცუდა, მეორე კი ზუსტად შეასრულა და ლებრონის გუნდის გამარჯვება დააფიქსირა.

ყველა ვარასკვლავის მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშეს (MVP) წელს კობი ბრაიანტის სახელობის ჯილდო გადაეხა და ეს კალათბურთელი კავაი ლეონარდი გახდა, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ლებრონ ჯეიმსმა მატჩი 23 ქულით დაასრულა. ენტონი დევისის ანგარიშზე 20 ქულა და 9 მოხსნაა. კრის პოლმა 23 ქულა დააგროვა.

იანისის გუნდში ყველაზე შედეგიანი თავად ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 25 ქულას მოუყარა თავი. კემბა ვოკერის ანგარიშზე 23 ქულაა. ჯოელ ემბიდმა 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა რუდი გობერმა (21 ქულა და 11 მოხსნა).