ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ამჟამინდელმა ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე კობი ბრაიანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
კალათბურთოს ლეგენდა კობი ბრაიანტი თავის 13 წლის ქალიშვილ ჯინასთან ერთად 26 იანავრს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. უბედურ შემთხვევას სულ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ლებრონი პოსტში ემოციებს ვერ მალავს.
„ჯერ სულ არ ვარ მზად, მაგრამ აი, ჩემი სიტყვაც. ვზივარ და ვცდილობ რაიმე დავწერო, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც რამის წერას ვიწყებ, ტირილს ვიწყებ და მხოლოდ შენზე ვფიქრობ, ჯიჯიზე და ჩვენს დიდ მეგობრობაზე, ურთიერთობებზე, ძმობაზე, რომელიც მე და შენ გვაკავშირებს. სულ ახლახან სანამ ფილიდან (ფილადელფია) გამოვფრინდებოდი, გესაუბრე. არ მეგონა, თუ მილიონ წელიწადში ერთხელ მაინც, ჩვენი ეს საუბარი უკანასკნელი იქნებოდა. wtf!!! გული გახეთქილი და ცარიელი მაქვს ძმაო!
მიყვარხარ ჩემო უფროსო ძმაო! გულით ახლა ვანესასთან და ბავშვებთან ვარ. გპირდები, შენს მემკვიდრეობას და სახელს ღირსეულად გავაგრძელებ! შენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ლეიკერსისთვის. მე ვგრძნობ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც დღეიდან მაკისრია! გთხოვ ზევიდან, სამოთხიდან მომეცი ძალა და დამეხმარე! კიდევ ძალიან ბევრ რამეს დავწერდი, მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია, რადგან ემოციების შეკავება მიჭირს! მშვიდობით ჩემო ძმაო !” – წერს ლებრონ ჯეიმსი.