ლოს-ანჯელეს ლეიკერსისთვის სეზონი რამდენიმე ტურის წინ დასრულდა. გუნდმა პლეიოფში გასვლა წელსაც ვერ შეძლო. რეგულარულის დასრულებამდე ლოსანჯელესელებს კიდევ ექვსი მატჩი დარჩათ გასამართი.
გუნდმა ოფიციალურად დააანონსა, რომ ამ შეხვედრებში ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა „მეფეს“ ბოლომდე გამოჯანმრთელების საშუალებას აძლევს.
შეგახენებთ, რომ ლებრონმა 2018 წლის დეკემბერში საზარდულის ტრავმა მიიღო და ამის გამო საკმაოდ ბევრი დაპირისპირების გამოტოვება მოუხდა.