ლებრონ ჯეიმსმა „გოლდენ სტეიტთან“ NBA-ს საშობაო მატჩის მესამე მეოთხედში ტრავმა მიიღო, რის გამოც შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ლებრონმა საზარდულის კუნთი გაიჭიმა და ექიმების პირველადი დაკვირვებით ჯეიმსი მომდევნო მინიმუმ 3-4 შეხვედრას გამოტოვებს.
საინტერესო ფაქტია, რომ ჯეიმსს NBA-ში ჩატარებული 1248 მატჩიდან მხოლოდ 71 აქვს გამოტოვებული, რაც იმას ნიშნავს რომ „მეფე“ 94% მატჩებში საკუთარი გუნდის გვერდით დგას. ლებრონ ჯეიმსს 2017 წლის 12 აპრილის შემდეგ ლიგის რეგულარული სეზონის დაპირისპირება არ გაუცდენია. ბუნებრივია, რომ ჯეიმსს ყველა პლეი ოფის შეხვედრაში აქვს მიღებული მონაწილეობა. NBA ში გატარებული 16 სეზონში ჯეიმსი სტაბილურად უმაღლეს დონის ფიზიკურ კონდიციას ინარჩუნებს.