ლებრონი კიდევ ერთ კვირას გამოტოვებს
ლებრონი კიდევ ერთ კვირას გამოტოვებს

„ლეიკერსში“ ტრავმიანი პერიოდი გრძელდება. გუნდის ლიდერ ლებრონ ჯეიმსის გარეშე, ლოსანეჯელესურმა გუნდმა 8-დან 5 მატჩი წააგო.

„ლეიკერსის“ ექიმების განცხადებით, „მეფე“ უახლოეს დღეებში გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს, თუმცა მოედანს მხოლოდ 16 იანვარს დაუბრუნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯეიმსი საკუთარ გუნდს კიდევ 3 შეხვედრაში (იუტა, კლივლენდი, ჩიკაგო) ვერ დაეხმარება. „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში, ჯერჯერობით, 23 მოგებითა და 19 წაგებით, მე-8 ადგილზე იმყოფება.